საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

11 თებ 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 63, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი -24, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 47, იმერეთში - 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.