ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი საქართველოში შემოიტანეს
10 თებ 2021
კოვიდ ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შპრიცები საქართველომ დონაციის სახით მიიღო და იგი ფაიზერის ვაქცინის გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. საქართველოში ვაქცინას თვის ბოლოს ელოდებიან.