ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

10 თებ 2021

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძის არჩევის შემდეგ   საფინანსო კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე ილია სირაბიძე აირჩიეს. კიდევ ერთი საკითხი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების საჯარიმო ჩანაწერების საჯაროობას შეეხებოდა. მიიღეს შესაბამისი დადგენილება. საკრებულოს სხდომას დღეს კვლავ არ ესწრებოდა ოპოზიცია. ისინი ბოიკოტის რეჟიმს  აგრძელებენ.