ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში საცხოვრებელი სახლი იწვის

09 თებ 2021

ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ხანძარია. ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა.

სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.