ჯარიმა დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისთვის

09 თებ 2021

"დაუმორჩილებლობის აქციაში" მონაწილეობის გამო, გამოწერილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს "ლელოს" წევრი.  ირაკლი კუპრაძე, როგორც თავად უწოდებს - ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ აგრძელებს ბრძოლას, რომელიც, მისი თქმით, მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. საუბრობს მშვიდობიან პროტესტზე, როგორც თავად უწოდებს -„ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ.