თუ ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება აჭარაში შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი გაგრძელდება - გამყრელიძე

09 თებ 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარა ამ ეტაპზე ყველა რეგიონს შორის გამოირჩევა უკეთესი ეპიდსიტუაციის მაჩვენებლებით.

ამირან გამყრელიძის განმარტებით თუ ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება რეგიონში შეზღუდვებიც შესაბამისად შემსუბუქდება.

"აჭარაში დღეს გვაქვს 2% დადებითობის მაჩვენებელი, სადაც თებერვლაში შეზღუდვები ყველაზე მეტად შემსუბუქდა, დაკვირვება მიმდინარეობს. თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, შემდგომი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რომ  შეზღუდევბი კიდევ უფრო შემსუბუქდეს"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.