ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

09 თებ 2021

აჭარის უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი დეპუტატების  ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას გეგმავს. ცვლილების მიხედვით,  მცირდება მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენელთა რაოდენობა მუნიციპალიტეტებში. მიზეზი საარჩევნო სისტემის ცვლილება გახდა, რომლის მიხედვითაც 2020-ის არჩევნებზე, რეგიონში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია მოსახლეობამ.    დღეს ბიუროს სხდომაზე გაიტანენ დადგენილებას, რომელიც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მიმდინარეობს.  სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ რამდენიმე საკითხს განიხილავენ. მათ შორის  დადგენილების პროექტს - „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ და ასევე დაამტკიცებენ უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებას.