ბათუმში, აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

07 თებ 2021

ბათუმში „კომენდანტის საათის“ წინააღმდეგ გამართული აქციისას დაკავებული 11 მოქალაქე სასამართლომ დღეს ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

მათი მხარდამჭერები შენობის გარეთ იყვნენ შეკრებილები რასაც ხმაურიც მოჰყვა, ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ მას მტკიცებულებების წარდგენის საშუალება არ მისცა და პროცესი პოლიტიზირებული იყო.