რესტორნები, მოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს - კოვიდ-უქმეები

06 თებ 2021

პანდემიის პირობებში შემოღებული შეზღუდვების ნაწილი 1 თებერვალს მოიხსნა, თუმცა როგორც იცით შაბათ-კვირას ეს შეზღუდვები ისევ ძალაში შედის მოქალაქეები აცხადებენ, რომ საოჯახო საჭიროებების დაკმაყოფილება მათთვის უქმე დღეებში უფრო ადვილია და ამიტომ შაბათ-კვირის შეზღუდვები მათ პრობლემებს უქმნის.

რაც შეეხება კაფეებსა და რესტორნებს აქ ამბობენ, რომ მათთან ხალხმრავლობა სწორედ უქმე დღეებშია და ასეთ პირობებში მათი შემოსავალი საგრძნობლად მცირდება.