06 თებ 2021
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა და „ნიუ ორლეანს პელიკანთან“ დაძაბულ ბრძოლაში 113:114 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.