პრემიერმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან პარტნიორობის სტრატეგია განიხილა

06 თებ 2021

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის სტრატეგია და კონკრეტული პრიორიტეტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ ეფექტურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.