ტენდერი ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის

05 თებ 2021

ქობულეთის მერიამ  მედპუნქტების რეაბილიტაციისთვის და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. აშენდება 14-ახალი სამედიცინო პუნქტი და 13 კი გარემონტდება.  პროექტისთვის  246-ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

სოფლებში არსებული სამედიცინო მედპუნქტების პერსონალი აცხადებს, რომ წლებია ითხოვენ ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას და ასევე ანაზღაურების გაზრდას.