4 800 განაცხადი 200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად

05 თებ 2021

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით ფინანსთა სამინისტროს  4  ათას 800 მოქალაქემ მიმართა.  განაცხადების წარდგენა  გრძელდება. დამსაქმებლებს ამ თვის განაცხადის წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ. შეგახსენებთ,  რომ დამსაქმებლებმა,  ყოველი თვის  20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ თანამშრომლების  სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ გასული წლის იანვრიდან - ნოემბრამდე, ან თუ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.