აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

05 თებ 2021

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან  საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე  გაამახვილა ყურადღება- ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  შორის სატელეფონო საუბარი  შედგა. დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, დაიცვას აშშ-ის მოქალაქეები და იმოქმედოს მტკიცედ აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რაც ზიანს აყენებს როგორც აშშ-ს, ისე მის მოკავშირეებს.