საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

05 თებ 2021

ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან  ივლისში დააკავეს. მას  ე.წ საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.