ზღვამ დელფინი გამორიყა

04 თებ 2021

ბათუმში სანაპიროზე ზღვამ დელფინი გამორიყა. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, სეირნობისას მათ ნაპირზე დელფინი შენიშნეს, თუმცა ძუძუმწოვარი მალევე დინებამ კვლავ ზღვაში შეიყვანა.