შაბათ-კვირას მაღაზიები, ბაზრობები და კვების ობიექტები არ იფუნქციონირებენ - არ იმოძრავებს ტრასნპორტიც

04 თებ 2021

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება. 

ძალაში რჩება შაბათ-კვირას სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული შეზღუდვებიც.

"შაბათ-კვირას არ იმუშავებენ, როგორც მაღაზიები, სურსათის მაღაზიების გარდა, ასევე არ იფუნქიონრებენ ბაზრობები და კვების ობიექტები. ისინი იმუშავებენ გატანის სერვისზე. არ იმოძრავებს ტრანსპორტი" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.