აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა

04 თებ 2021

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 22 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 847 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა  კიდევ 9 პაციენტმა. კრიტიკულად იმყოფება 6.

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს - 184 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში - 122 , ონლაინ კლინიკაში - 197.