საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

04 თებ 2021

საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 671 პირი. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.79%.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 98, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 31, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 109, აჭარაში - 184, იმერეთში - 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში - 231, აჭარაში - 45, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.