თურქეთიდან ვიზიტორები გამარტივებული წესით შემოვლენ

03 თებ 2021

საქართველომ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი თურქეთსაც შეუცვალა.  თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნებათ, თუკი საჰაერო გზით ჩამოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფით პასუხს და საკუთარი ხარჯით PCR-ტესტს გაიკეთებენ ჩამოსვლიდან მესამე დღესაც.

დღემდე ამ ჩამონათვალში იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროს და ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები.