“მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართველი სამხედროების მორიგი როტაცია

03 თებ 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ქვედანაყოფი ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიით“ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში  გაემგზავრა. მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა კაპიტან შოთა გიორგაძის მეთაურობით, 6 თვის განმავლობაში სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებენ.  ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთ სარდლობის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს,  მათ  ხუთთვიანი გადასროლისწინა მომზადება გერმანიაში გაიარეს.