საკოოორდინაციო საბჭოს სხდომა

03 თებ 2021

კვების ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის სხვა წევრებმაც გააკეთეს განცხადებები.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ  რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე  ამბობს, რომ ერთბაშად ყველა შეზღუდვის  მოხსნა, გასულ თვეებში არსებულ ეპიდ ვითარებაში დააბრუნებს ქვეყანას.