ხულოს ბაღებში დასაქმებულები გაზრდილ ხელფასს აიღებენ

02 თებ 2021

ხულოში მოქმედი საბავშვო ბაღების პერსონალი მარტიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, შრომის ანაზღაურება 20-30 პროცენტამდე გაეზრდება, როგორც ტექნიკურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს.   მუნიციპალიტეტში  27 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.