''მარსელის'' გულშემატკივრებმა საწვრთნელი ბაზა დაარბიეს

30 იან 2021

ფრანგული ''მარსელის'' განრისხებული გულშემატკივრები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს.

გულშემატკივრები კლუბის ბოლო დროინდელ შედეგებით უკმაყოფილონი არიან და გუნდის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

''მარსელმა'' ბოლო 5 შეხვედრაში 4 მატჩი წააგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დაქვეითდა, არადა სეზონის დასაწყისში ლიდერებს შორის იყო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 25 ადამიანი. ''მარსელისა'' და ''რენის'' დღეს გასამართი შეხვედრა კი გადაიდო.