EMC რელიგიის საკითხთა სააგენტოს გაუქმებას ითხოვს

30 იან 2021

EMC-რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვს. თამთა მიქელაძე ორგანიზაციის  შვიდ წლიან მუშაობას უარყოფითად აფასებს და განმარტავს, რომ სააგენტოს არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაუჭრია.

მიქელაძეს უწყების გაუქმების ერთ-ერთ მაგალითად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენები მოჰყავს და განმარტავს რომ ფაქტის პრევენცია კონფლიქტამდეც შესაძლებელი იყო.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2014 წლის 19 თებერვალს შეიქმნა.