უფასო სასადილოები კვლავ დაკეტილი იქნება

28 იან 2021

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო,  უფასო სასადილოები კვლავ დაკეტილი რჩება. მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის,  საკვები პროდუქტების გაცემა   ისევ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ბათუმში სულ 6 სასადილო ფუნქციონირებს , საერთო ჯამში კი  სასადილოები 6 258 ბენეფიციარს ემსახურება. სოციალური სერვისების სააგენოტის დირექტორის თქმით, მარტიდან ამ ნუსხას 456 ადამიანი დაემატება.