ბათუმში რამდენიმე ქუჩას ღამის 12:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა

27 იან 2021

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ღამის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ბაგრატიონის ქუჩა, სულაბერიძისა და გონიოს შესახვევის ქუჩების მონაკვეთს.

კომპანიის განმარტებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.