ტურიზმის სექტორის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრა

26 იან 2021

ტურიზმის სფეროსა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკურ გუნდს და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან. სწორედ ბიზნესმენების მოთხოვნა იყო შეხვედრაზე ყოფილიყვნენ ეპიდემიოლოგები.

მათ სურთ დაუმტკიცონ სპეციალისტებს, რომ ლოქდაუნის გაგრძელება იქნება ეკონომიკისთვის მომაკვდინებელი, ამიტომ ითხოვენ ამუშავდეს ყველა სფერო რეგულაციების მკაცრი დაცვის ფონზე.

მათი მთავარი მოთხოვნა სამთო კურორტის გახსნაა. რადგან ამბობენ, რომ მთელი წლის შემოსავალი დაკარგეს, ახლა კი ცოტა დრო რჩებათ იმისთვის, რომ ბიზნესი სრულად არ გაკოტრდეს.