მასწავლებელთა პისიარ ტესტირება იწყება

26 იან 2021

დღეიდან მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. კოვიდ 19-ზე იმ სკოლების პედაგოგებს გამოიკვლევენ, სადაც სასწავლო პროცესი 1 თებერვალს საკლასო ოთახებში იწყება.

სწრაფი ტესტი სავალდებულოა, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე სკოლის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვის. აჭარის ყველა სკოლაში სწავლა ორშაბათიდან განახლდება.