25 იან 2021
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, შეიარაღების მოდერნიზაცია, საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობები, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა, ასევე ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს.