დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს

25 იან 2021

რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა. მას ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე ბრალი დევნის მუხლით წარედგინა, რაც ჯარიმას, შინაპატიმრობას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებამ გირაო მოითხოვა, რა თანხის გადახდა დაეკისრება ბრალდებულს, ეს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი.