#6 სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესი

25 იან 2021

ბათუმის მეექვსე სკოლის ახალ კორპუსში  ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასპორტო და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება 3 მლნ-მდე ლარს შეადგენს.

სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელები დამონტაჟდა. აჭარაში 2021 წელს 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.