აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

25 იან 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში covid19 34 323 მოქალაქემ დაამარცხა. 

გუშინ კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება  და მართვით სუნთქვაზეა 2 ადამიანი. 

კლინიკაში მკურნალობს 225 პაციენტი, კოვიდსასტუმროში - 131, ხოლო ონლაინ კლინიკაში 397 პირი.