კომენდანტის საათის დაწყებისთანავე თბილისში საპროტესტო სეირნობა იწყება

24 იან 2021

დღეს  საღამოს 9 საათიდან, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამ ქმედებით აქციის მონაწილეები  კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს.