თურქეთის მთავრობამ თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა

24 იან 2021

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ გრანტის სახით ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა.

ლაზერული მანძილმზომები  და საინჟინრო ხელსაწყოები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფებს დასმული  დავალებების  ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება.