დოლოგანში სახლი დაიწვა

23 იან 2021

ხანძარი იყო ქედაში, დოლოგანში კოჩაძეების სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა. 

ქედის მერიის ინფორმაციით, ხუთ სულიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ისინი დროებით ქირით იცხოვრებენ, მოკვლევის შემდეგ კი მათ ერთჯერად კომპენსაციას გადაუხდიან.