კარატე ეპიდ-შეზღუდვების მიუხედავად

22 იან 2021

სპორტ-დარბაზების გარეთ,  თუმცა ამბიციებითა და მოტივაციით,  უკვე ერთი წელია  აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრები ღია სივრცეში ვარჯიშობს. მომავალი თვიდან  სფერო ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება,- თუმცა  სპორტული კომპლექსების გახსნა ჯერ არც დაანონსებულა.

სპორტსმენებს 13 თებერვალს, ბათუმში დაგეგმილ შეჯიბრებაზე რეგულაციების დაცვითა და მაყურებლის გარეშე შეჯიბრებაზე მოუწევთ გამოსვლა. ზაფხულში კი თბილისი ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.