შეხვედრა ტექ ინსპექტირების ცენტრებთან

22 იან 2021

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში დისკუსია გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე, ერთიანი პლატფორმის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრას ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ესწრებოდა.