საბავშვო ბაღების გახსნა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი

22 იან 2021

საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი.  გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე.

„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.