საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

22 იან 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 636 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.