რეფინანსირების უცვლელი განაკვეთი და მოლოდინები

25 ოქტ 2016

უცვლელად 6.5 პროცენტზე ინარჩუნებს საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო. არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაზე შესუსტდა საგარეო შოკების გავლენა და გაუმჯობესებულია სავაჭრო ბალანსი.  ტურისტული ვიზიტების მატების შესაბამისად გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც -  ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული ბანკი.