სოციალური ქსელი ქველმოქმედებისთვის

19 იან 2021

“სიკეთის ეპიდემია“ - ასე ჰქვია ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც ეპიდ-ვითარების გამო შეიქმნა და ამ დროისთვის  6 მუნიციპალიტეტიდან 100-მდე მოხალისეა გაწევრიანებული.

ახალგაზრდები მოქალაქეებთან  კარდაკარის პრინციპით დადიან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას ეცნობიან და საკუთარი თუ შეწირული სახსრებით ეხმარებიან. თანხის, საკვები პროდუქტისა და ტანსაცმელის შეგროვება მათ სოციალური ქსელის საშუალებით შეძლეს.