სახალვაშოში მეწყრული პროცესი განვითარდა

19 იან 2021

ინტენსიური თოვის გამო პრობლემებია მაღალმთიან აჭარაში. ხულოში  60  სმ-ს მიაღწია,  ქედის ზოგიერთ სოფელში კი უფრო მაღალია თოვლის საფარის სიმაღლე. შეზღუდვები დაწესდა გადაადგილებაზე, რამდენიმე სოფელი  კი  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობას, სადაც ცოტა ხნის წინ მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა.