ვაქცინაცია თებერვლიდან იგეგმება

18 იან 2021

საქართველოში ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი "ფაიზერით" დაიწყება და შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანამ "კოვაქსის" პლატფორმიდან  "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით შემოთავაზება მიიღოს.

დღეს საქართველოში კოვიდ 19-მა კიდევ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახალი დადასტურებული შემთხვევების კუთხით კი ქვეყანაში კლების დინამიკა კვლავ ნარჩუნდება.

ამის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები ამტკიცებენ, რომ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ და რეგულაციები დავიცვათ.