ტენდერი ბათუმის ცენტრალური პარკის ნეონურ განათებაზე

18 იან 2021

ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათების მოწყობისთვის ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნეონის განათება მოეწყობა, მანათობელი ლენტები ბილიკებთან დამონტაჟდება, ტბა კი დეკორატიული სანათებით მოეწყობა.  ბიუჯეტიდან  ამისთვის, 8 ათასამდე ლარია გამოყოფილი. ტენდერში მონაწილეობისთვის კი  კომპანიებს წინადადებების  წარსადგენად  20 იანვარამდე აქვთ დრო. პარკში განათების სისტემის გაუმართაობის გამო პრეტენზიებს მოქალაქეები ხშირად გამოთქვამენ.