ალტერნატივა: “ქართული დროშა ყველა სარწმუნოებას აერთიანებს”

18 იან 2021

საქართველოს დროშა აერთიანებს ყველა რელიგიას - ამ სლოგანით მოძრაობა "ალტერნატივას" წევრებმა დღეს ბათუმის მეჩეთთან დროშა დაკიდეს. მოძრაობის წევრების თქმით, მიუღებელია მოქალაქეების აღმსარებლობის ნიშნით დიფერენცირება და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება.