აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

18 იან 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში კოვიდ19 33 629 მოქალაქემ დაამარცხა. 

კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა, ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 7 პაციენტი.

კოვიდმიმღებ ცენტრებში მკურნალობს  280 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 253 პირი, ონლაინ კლინიკაში კი 621 მოქალაქე.