პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს

17 იან 2021

პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს. ექსპედიციაში  48 მთამსვლელი მონაწილეობდა,  რომელთა  უმეტესობა ნეპალიდან იყო. მათ  მწვერვალს ნეპალის დროით 17:00-ზე მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის განმავლობაში მწვერვალ K2-ზე  ტემპერატურა ხშირად -60 გრადუსამდე ეცემა, ქარის სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც აქამდე მწვერვალი ზამთარში არავის დაულაშქრავს. ექსპედიციის დროს ესპანელი მთამსვლელი, სერგი მინგოტე დაიღუპა. მწვერვალ K2-ის სიმაღლე 8 ათასს  611 მეტრს შეადგენს. ის პაკისტანსა და ჩინეთს შორის მდებარეობს და ჰიმალაის მთების სისტემას ეკუთვნის.