„ოცნების“ მოლოდინი და ოპოზიციის პასუხი

17 იან 2021

ოპოზიცია გეგმას კვლავ არ ცვლის და პარლამენტში შესვლას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. მაგალითად  „სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის  შესაბამისად პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში იგივე რჩება.

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს იმ პარტიებთანაც აგრძელებენ, რომელებიც ორჭოფობენ  შევიდნენ თუ არა პარლამენტში. არჩილ თალაკვაძეს კი მიაჩნია, რომ ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევა.