ჯაბა კანკავა ფრანგულ "ვალენსიენში" ითამაშებს

16 იან 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას ფრანგულ "ვალანსიენში" გააგრძელებს.

"ვალენსიენი" საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს და ამ დროისთვის 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

კანკავა ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ყაზახეთის ჩემპიონატში "ტობოლში" თამაშობდა. ჯაბას ფრანგული გამოცდილებაც აქვს, ის "რეიმსის" ღირსებას 2 სეზონის განმავლობაში იცავდა.